ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

16:34, 08.05.2022

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი.

ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 40,4% შეადგინა.

საარჩევნო უბნები ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და სოხუმშიც არის გახსნილი.

მსგავსი