ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში, ზენაიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, როგორც ლანჩხუთის, ასევე ჩოხატაურის და ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.