ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

12:42, 17.05.2018

ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში, ზენაიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, როგორც ლანჩხუთის, ასევე ჩოხატაურის და ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი  და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მსგავსი