ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ია მოქია აცხადებს, რომ გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანდა სუფსის ადმინისტრაციული ერთეული, დაიტბორა სახლების პირველი სართულები
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ია მოქია აცხადებს, რომ გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სუფსის ადმინისტრაციული ერთეული.
მისივე თქმით, ადიდდა მდინარე სუფსა და დაიტბორა სახლების პირველი სართულები.
„სტიქიას ვებრძვით მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ხელისუფლების ძალებში შედიოდეს. სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. დაზიანებულია მიმდებარე სოფლებიც. დატბორვასთან დაკავშირებით პირადად ჩემთან 100-მდე ზარია შემოსული. ყველაზე რთული ვითარება არის უნაგირის ტერიტორიაზე. ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა. შესაბამისად, გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია“, – განაცხადა ია მოქიამ.
გურიის რეგიონში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.