ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა, ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა, ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას

ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა, ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა ორი ბავშვისა და ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე. ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.