ავსტრიული „ზალცბურგის“ უნგრელი ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი კარიერას „ლაიპციგში“ გააგრძელებს, – იტყობინება Sky Sports.
წყაროს ცნობით, ორი დღის წინ, ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა შეათანხმა გარიგება გერმანულ კლუბთან. 20 წლის უნგრელის „ლაიპციგში“ გადასვლის შესახებ ოფიციალურად შობამდე გამოაცხადებენ. იტყობინებიან, რომ ტრანსფერის თანხა 25 მილიონი ევრო იქნება.
2020-21 წლების სეზონში სობოსლაიმ „ზალცბურგში“ 19 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე რვა გოლი და ცხრა შედეგიანი პასი მოდის.