„დორტმუნდმა“ ადეიემისთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ადეიემისთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„დორტმუნდმა“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა „ზალცბურგის“ გერმანელ ფორვარდთან ქარიმ ადეიემისთან.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, ჯერ ყველა დეტალი მოგვარებული არ არის, მაგრამ გერმანული კლუბი მუშაობს 19 წლის ფეხბურთელის გაფორმებაზე.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „დორტმუნდი“ ავსტრიულ კლუბს 35 მილიონ ევროს გადაუხდის.

ადეიემის კონტრაქტი „ზალცბურგთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება. ამ სეზონში მან 29 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.