კურტ ვოლკერი - უკრაინისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მკაცრი ანტიკორუფციული კანომდებლობა
კურტ ვოლკერი - უკრაინისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მკაცრი ანტიკორუფციული კანომდებლობა

უკრაინისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მკაცრი ანტიკორუფციული კანომდებლობა, – ეს განცხადება უკრაინის საკითხებში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა გააკეთა.

„თავად უკრაინას სჭირდება ეს კანონპროექტი და არა ჩვენ. ეს თქვენ გჭირდებათ, რომ აქციოთ უკრაინა წარმატებულ ქვეყნად“, – განაცხადა უოლკერმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

ვოლკერის თქმით, უკრაინის მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა საჭიროა წინსვლა.

უკრაინის საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ კანონი ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, საბოლოოდ მიღებული იქნება.