კურტ ვოლკერი – ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან
ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან და შეთანხმება შესრულდება, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი „ტვიტერში“ წერს.
„ევროკავშირი-აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის, გამოვიდეს კრიზისიდან. აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. ცხადია, გასაკეთებელი მეტია, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, – წერს კურტ ვოლკერი.
@EUinGeorgia @usingeo The EU-US deal is best chance for #Georgia to get out of crisis. A necessary step toward normalization of democratic politics. Clearly more to do, but must start somewhere. Bravo to all MPs who signed. Hope others join them and agreement is implemented.
— Kurt Volker (@kvolker) April 20, 2021