კურტ ვოლკერი - ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან
კურტ ვოლკერი - ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან

ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან და შეთანხმება შესრულდება, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი „ტვიტერში“ წერს.

„ევროკავშირი-აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის, გამოვიდეს კრიზისიდან. აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. ცხადია, გასაკეთებელი მეტია, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, – წერს კურტ ვოლკერი​.