კურტ ვოლკერი უკრაინაში კომპანია „ბიჯიეს რეილის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
კურტ ვოლკერი უკრაინაში კომპანია „ბიჯიეს რეილის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი კურტ ვოლკერი უკრაინაში მომუშავე კომპანია „ბიჯიეს რეილის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ვოლკერი მათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

„ბიჯიეს რეილი“ ლიეტივური კომპანიის შვილობილია და თვითმფრინავების საწვავით გამართვაზე მუშაობს.

თავად უკრაინული კომპანია ქვანახშირის, სასარგებლო წიაღისეული, ხისა და ხორბლის გადაზიდვისთვის საჭირო ტექნიკას იჯარით გასცემს.

2018 წლის ამ კომპანია უკრაინაში მატარებლებით გადაზიდვების განხორციელების უფლება მისცეს.

კურტ ვოლკერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაკავებული თანამდებობიდან 2019 წელს გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც კონგრესმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო, რაც თავის მხრივ უკავშირდებოდა დემოკრატების ბრალდებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მის უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა. კერძოდ, ტრამპი ითხოვდა რომ უკრაინაში დაწყებულიყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოში მუშაობდა. საბოლოოდ ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა.

დატოვე კომენტარი