„კურიოზიტი“ ახლა მთაზე მიცოცავს. მარსმავალი გზას გეილის კრატერში, ეროდირებულ ფერდობზე (პედიმენტი) აგრძელებს.
მავალი ამჟამად ამინდის მირ გაცვეთილი ქანების შრეებს სწავლობს შარპის მთის ძირის გარშემო; ეს მთა გეილის კრატერის ცენტრშია აღმართული. რობოტი დედამიწაზე მხოლოდ ამ ქანების ახლო ხედებს როდი აგზავნის.
თავის რობოტულ თვალებს მავალი ხანდახან მაღლაც სწევს და მარსულ ჰორიზონტს გასცქერის. მოცემული ფოტო ხომალდმა 1 ნოემბერს გადაიღო და ასახავს ხედს კრატერის კიდისკენ.
კარგად ჩანს მტვრის ბურუსიდან ამომართული გეილის კრატერის სარტყელი. ეს კრატერი მილიარდობით წლის წინ, გიგანტური მეტეორიტული დარტყმის შედეგად წარმოიქმნა.
ფოტო თითქოს მოსაწყენია და კარგად ასახავს კურიოზიტის მარტოობას წითელ პლანეტაზე. ხომალდ „ოპორტუნიტის“ გათიშვის შემდეგ, ის ახლა მარსზე მოქმედი ერთადერთი მავალია (თუ არ ჩავთვლით „ინსაითს“, რომელიც სტაციონარული ხომალდია).
ადგილი, სადაც ახლა კურიოზიტი იმყოფება, გეოლოგიური თვალსაზრისით ზედმეტად საინტერესოა. შეიცავს დანალექი ქანების ფენებს, რომელიც ამ რეგიონის წყლიანი წარსულის საიდუმლოებს შეიცავს. კურიოზიტი აპირებს შეისწავლოს, სადამდე ვრცელდება ეს ფენები.
ხომალდის ინსტრუმენტები ასევე სწავლობს, რამდენად იცვლება რეგიონში ქანები. მათი სხვადასხვა ფერები მიუთითებს რამდენიმე სტრატიგრაფიული ერთეულის არსებობაზე. კურიოზიტის მიერ შეგროვებული მონაცემები ამ ერთეულების დახასიათებაში დაგვეხმარება, გავიგებთ იმასაც, რამდენად არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული.
კურიოზიტი რეგიონის ფოტოებს ფერდობის წვერზე ასვლის შემდეგაც გადაიღებს. ეს დავალება მისთვის ზედმეტად რთულია.
იქ ასვლის შემდეგ, ხომალდი გარშემო სიარულს დაიწყებს და გზადაგზა არაერთი მომაჯადოებელი ფოტოთიც გაგვანებივრებს.