ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარე მოქმედი აგუნგის ვულკანიდან რამდენიმე საათია ფერფლი და კვამლი იფრქვევა.
მობილურით გადაღებულ კადრებში, რომელიც საერთაშორისო მედიაში გავრცელდა, ჩანს, რომ კვამლმა მიმდებარე ტერიტორია დაფარა.
ვულკანის გააქტიურების საშიშროების გამო, ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
3 ათასი მეტრი სიმაღლის აგუნგის ვულკანი ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა, რასაც 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.