ისლანდიაში ვულკანი დეკემბრის შემდეგ მეოთხედ ამოიფრქვა
ისლანდიაში ვულკანი დეკემბრის შემდეგ მეოთხედ ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი დეკემბრის შემდეგ მეოთხედ ამოიფრქვა. ისლანდიის პოლიციამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

დასახლებიდან ადგილობრივი მცხოვრებლები ვულკანის წინა გააქტიურების დროსაც გაიყვანეს. იანვარში გრინდავიკში ლავამ რამდენიმე სახლი მთლიანად გაანადგურა. Დაბაში ოთხი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ასევე, კვლავ დაიხურა ისლანდიაში ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნა“, რომელი ვულკანის მახლობლად მდებარეობს.

ისლანდიაში 30-ზე მეტი აქტიური ვულკანი მდებარეობს.