ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია [ვიდეო]

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. მედიის ცნობით, ქალაქში ევაკუაცია ვულკანის ამოფრქვევამდე განხორციელდა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვულკანმა რამდენიმე სახლის ნაწილიც დაფარა.

როგორც ისლანდიელი მეტეოროლოგები აცხადებენ, გუშინ ღამით კუნძულ გრინდავიკთან ახლოს, სულ მცირე, 300 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი უკანასკნელად გასული წლის 18 დეკემბერს ამოიფრქვა, რის გამოც გრინდავიკიდან მოსახლოების სრული ევაკუაცია განხორციელდა.