ისლანდიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვულკანის ამოფრქვევა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის
ისლანდიის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
ამის შესახებ იოჰანესონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქალაქ გრინდავიკიდან, რომელიც აქტიური ვულკანის სიახლოვესაა განლაგებული, ყველა მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქში სულ 4000 ადამიანი ცხოვრობს.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, არაა გამორიცხული, ვულკანმა ზიანი მიაყენოს ქალაქის ინფრასტრუქტურას, თუმცა ვულკანის ფერფლი თვითმფრინავების ფრენებს საფრთხეს არ შეუქმნის.
შეგახსენებთ, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დღეს დაიწყო. ეს ბოლო ერთ თვეში ვულკანის გააქტიურების უკვე მეორე შემთხვევაა.
A new volcanic eruption began in the early morning just north of Grindavík. The town had already been successfully evacuated overnight and no lives are in danger, although infrastructure may be under threat. No interruptions to flights. For updated information follow @RuvEnglish pic.twitter.com/9mlOiMohC4
— President of Iceland (@PresidentISL) January 14, 2024