კუბაში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს
კუბაში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს

კუბაში არკვევენ, ვინ დაიკავებს რაულ კასტროს ადგილს. მუნიციპალური არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს. ორშაბათს ხმის მისაცემად შვიდ მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.

რაულ კასტრომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან 2018 წლის თებერვალში წავა და ქვეყნის ლიდერის კანდიდატურების დასახელება ხალხს მიანდო. ეს ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კუბის ლიდერი კასტროების ოჯახის წარმომადგენელი არ იქნება.

მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, რომლითაც კუბელები ეროვნული ასამბლეის 614 წარმომადგენელს ირჩევენ, გაირკვევა ქვეყნის მომდევნო ლიდერის კანდიდატურებიც. დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ასამბლეა კუბის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს დაასახელებს.

არსებობს მოლოდინი, რომ კუბის მომდევნო ლიდერი შესაძლოა, ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი, მიგელ დიაზ-კანელი გახდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალაუფლების გადანაწილება გართულდება, რადგან კომუნისტური პარტიის ლიდერად კვლავ რაულ კასტრო რჩება.