კუბაში, მასობრივ დემონსტრაციაზე ათობით ადამიანი დააკავეს
კუბაში, მასობრივ დემონსტრაციაზე ათობით ადამიანი დააკავეს

კუბაში გამართულ მასობრივ ანტისახელისუფლო დემონსტრაციაზე ათობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედიასა და ოპოზიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვირას გამართული საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე ეკონომიკურ ვარდნას, ასევე საკვებისა და მედიკამენტების უკმარისობას, ფასების ზრდასა და კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის ზომებს აპროტესტებდა.

ეს ათწლეულების განმავლობაში კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იყო. დემონსტრაციები კუბის 20-მდე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ჰავანაში გაიმართა. „თავისუფლება“ და „ძირს დიქტატურა“ სკანდირებდნენ მომიტინგეები.