კუბის ქალაქ სანტიაგო დე კუბაში ათასობით მოქალაქემ ფიდელ კასტროს დაკრძალვიდან ერთი წლის თავზე რევოლუციონერ ლიდერს მის საფლავამდე საზეიმო მსვლელობით მიაგო პატივი. ქუჩაში გამოსულ კუბელებს ხელში დროშები და კასტროს სურათები ეჭირათ.
მსვლელობას წინ უძღოდა კუბის ამჟამინდელი ლიდერის, რაულ კასტროს მისვლა ძმის საფლავზე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იქ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რაულ კასტრო ძმის საფლავთან მარტო მივიდა და საფლავის ქვაზე ყვავილი დადო.
ფიდელ კასტრო 2016 წლის 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქვეყანას 49 წლის განმავლობაში მართავდა, 2008 წელს კი სადავეები საკუთარ ძმას, რაულ კასტროს გადასცა. მისი მმართველობის განმავლობაში აშშ-მა ცხრა პრეზიდენტი გამოიცვალა.