კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „112“-ის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.