ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ 2017 წლის საუკეთესო საკრივო ორთაბრძოლად სუპერმძიმე წონით კატეგორიაში უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას ბრძოლა აღიარა. მასში ბრიტანელი WBA-ის, IBF-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრებს იცავდა.
გამოკითხვაში მონაწილეობდა 12 საკრივო ექსპერტი და ცხრა მათგანმა წლის საუკეთესო ბრძოლად სწორედ ეს შეხვედრა დაასახელა. კიდევ სამმა უპირატესობა მიანიჭა გენადი გოლოვკინისა და საულ ალვარესის ბრძოლას, რომელიც ფრედ დასრულდა.
29 აპრილს, ჯოშუა და კლიჩკო ერთმანეთს “უემბლის” სტადიონზე შეხვდნენ. ბრძოლას თითქმის 90 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. სანახაობრივი ორთაბრძოლის მსვლელობისას, ორივე მოკრივე აღმოჩნდა ნოკდაუნში. კულმინაცია მე-11 რაუნდში იყო, როცა ჯოშუამ უძლიერესი აპერკოტი შეასრულა და მალე მოიგო კიდეც ბრძოლა უკრაინელი ლეგენდის წინააღმდეგ.