ჯოკოვიჩი უკრაინასა და სტახოვსკის სოლიდარობას უცხადებს - ნებისმიერი სახის მხარდაჭერისთვის მზად ვარ  #1TVSPORT
ჯოკოვიჩი უკრაინასა და სტახოვსკის სოლიდარობას უცხადებს - ნებისმიერი სახის მხარდაჭერისთვის მზად ვარ #1TVSPORT

უკრაინელ ჩოგბურთელს, სერგეი სტახოვსკის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მისწერა, რომ მზად არის, მას და მის სამშობლოს, უკრაინას, სრული მხარდაჭერა შესთავაზოს.

ჯოკოვიჩმა პირად მიმოწერაში უკრაინელ კოლეგას ფინანსურთან ერთად ნებისმიერი სახის თანადგომა აღუთქვა:

ჯოკოვიჩი: „შენზე ვფიქრობ . . . იმედი მაქვს, ყველაფერი მალე ჩაწყნარდება. გთხოვ, გამაგებინე, როგორ დაგეხმაროთ – ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა სახით“

სტახოვსკი: „დიდი მადლობა, მე კიევში ვარ და ახლა სიმშვიდეა“.


36 წლის უკრაინელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარ ქვეყანას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იცავს.

შეგახსენებთ, რომ არაერთი დიდი უკრაინელი სპორტსმენი სამშობლოსთვის იარაღით ხელში იბრძვის, მათ შორის, მსოფლიო კრივის ლეგენდები: უსიკი, ლომაჩენკო და ძმები კლიჩკოები.