ლენოქს ლუისი - უსიკისგან შესანიშნავი ტაქტიკური ბრძოლა ვიხილეთ #1TVSPORT
ლენოქს ლუისი - უსიკისგან შესანიშნავი ტაქტიკური ბრძოლა ვიხილეთ #1TVSPORT

ყოფილმა მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა, სახელგანთქმულმა ბრიტანელმა მოკრივემ, ლენოქს ლუისმა უსიკისა და ჯოშუას ორთაბრძოლა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ კრივში წლის მთავარ ორთაბრძოლად შეარაცხულ დაპირისპირებაში უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა გაიმარჯვა და ბრიტანელ ენტონი ჯოშუას საჩემპიონო (WBA, IBF, WBO, IBO) ქამრები  დაათმობინა.

„უსიკისგან შესანიშნავი ტაქტიკური ბრძოლა ვიხილეთ, – მიაჩნია ლენოქს ლუისს. – ჯოშუა დაბრუნდება, მაგრამ მან უნდა გაიაზროს, რომ თავდაჯერებულობის გარეშე და მერვე რაუნდამდე მოცდით, წარმატება ძნელი მისაღწევია.

უსიკმა კი მთელ მსოფლიოს ყველაფერი დაუმტკიცა, ვინ არის – ჩემპიონი მოყვარულებში, ჩემპიონი ოლიმპიადაზე და ახლა უკვე სუპერმძიმეწონოსანი ჩემპიონი. ეს ყველაფერი კი ამად ღირს – დააგდე ასეთ გრძელ გზას, თავდაუზოგავად იშრომო და მიხვიდე საკუთარი მიზნამდე“.

 

დატოვე კომენტარი