დიდი ბრძოლის მოლოდინში – ჯოშუა უსიკზე რვა კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
კრივის სამყარო დიდი დაპირისპირების მოლოდინშია – სასწორზე WBA Super, WBO, IBF, IBO-ის ტიტულებია.
ხვალ მძიმეწონოსანი ჩემპიონები, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი და ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ერთმანეთს რინგზე დაუპირისპირდებებიან.
დღეს კი მეტოქეების აწონვის ტრადიციული პროცესი ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ენტონი ჯოშუა ალექსანდრ უსიკზე რვა კილოგრამით მძიმეა.
უსიკი 100,2 კილოგრამს იწონის, ჯოშუა – 108.8 კგ-ს.
34 წლის უკრაინელ მოკრივეს პროფესიონალურ კარიერაში 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა უსიკის გამარჯვებით დასრულდა (13 ნოკაუტით).
31 წლის ჯოშუას კი კარიერაში 24 გამარჯვება (22 ნოკაუტით) და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.
ბრძოლა ლონდონში, „ტოტენჰემის“ სტადიონზე გაიმართება.
FINAL FACE OFF 🔥🔥🔥
👑 IBF
👑 WBA Super
👑 WBO
👑 IBOWorld Heavyweight Titles on the line tomorrow night! #JoshuaUsyk pic.twitter.com/3lzovl6wcR
— Matchroom Boxing (@MatchroomBoxing) September 24, 2021