ჯონ ჯონსი - ნგანუს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჯოშუა გაიმარჯვებს #1TVSPORT
ჯონ ჯონსი - ნგანუს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჯოშუა გაიმარჯვებს #1TVSPORT

UFC-ის ორ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ჯონ ჯონსმა ენტონი ჯოშუასა და ფრენსის ნგანუს საკრივო ორთაბრძოლის პროგნოზი გააკეთა.

ჯონ ჯონსი: „ფრენსის მხარეს ვარ. მან ბევრ რამეს გაუძლო, რომ აქამდე მოსულიყო, თანაც ჩემსავით შერეული ორთაბრძოლების ოსტატია. როგორ შეიძლება, ფრენსისს არ გულშემატკივრობდე? ის კარგი და პირდაპირი ადამიანია. თუმცა ენტონი ჯოშუა ბავშვობიდან კრივის სამყაროშია. მე არ მიყვარს რისკი, მაგრამ თუ იძულებული ვიქნებოდი, რომ მათ შორის ფსონი გამეკეთებინა, ჯოშუას გამარჯვებას ავირჩევდი“.