კრისტიან ურსე - 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მიღებული ცვლილებები ამ არჩევნების შემდეგაც გაითვალისწინონ
8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მიღებული ცვლილებები ამ არჩევნების შემდეგაც გაითვალისწინონ, რადგან ძალაუფლებაში მყოფების ხელთ არსებული ბერკეტები, დემოკრატიაში კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებაც შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ყველა ეცდება, რომ შეთანხმებაში გაწერილი პირობები გაითვალისწინოს, ეს საქართველოსთვის კარგი იქნება.
„ევროსაბჭოს ამ დიალოგში ის თავისებურება აქვს, რომ ნატო-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველო ამ ორგანიზაციის წევრია და ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში განვითარების კუთხით იდგმება, თავად საქართველოსთან ერთად განიხილება.
იდეალურ სამყაროში საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას ყველა პარტია მისცემდა. ის, რომ ხმის მიცემისას ადგილზე ყველა პარტია არ იმყოფებოდა, ხაზს სულაც არ უსვამს იმ, ჩემი აზრით გულწრფელ მონდომებას და გაწეული შრომას, რომელიც პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებში ჩადეს, ამაზე ყველა პოლიტიკურ პარტიას მიუძღვის წვლილი.
პარტიებმა მოილაპარაკეს და წავიდნენ კომპრომესებზე, რომლებიც მათთვის რთული იყო, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესში, რათა უზრუნველყოთ რაც შეიძლება სუფთა, სამართლიანი წინასაარჩევნო პერიოდი და უფრო პლურალისტური შედეგებით, ევროსაბჭო საქართველოსთან განიხილავს „კოვიდ-19“-ის კრიზისის მენეჯმენტს“,- განაცხადა ურსემ.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს კრიზისს ძალიან კარგად გაუმკლავდა და „მათ ასევე განიხილეს ის შესაძლო გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებისას გაჩნდეს, თუ ინფექციის მეორე ტალღა გვექნება.
„ვფიქრობ, არჩევნებზე დაკვირვებას შევძლებთ და საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ საქართველოში იმ წესები გათვალისწინებით, რომლებიც ყველა სხვა შემთხვევაში მოქმედებს.
ერიდეთ არსებული რისკების ბოროტად გამოყენების ყველა მცდელობას, რითაც შეიძლება ზოგან ხმის მიცემის საშუალება არ მისცენ. აუცილებელია ამის შესახებ ცნობიერების ამაღლება“,- განაცხადა ურსემ.