კრისტიან ურსე - მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა
კრისტიან ურსე - მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა

მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კრისტიან ურსემ აღნიშნა, გუშინ დამტკიცდა შესწორებები საარჩევნო კოდექსში, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეს გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.

„პარლამენტის ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ხმა მისცა, ეს მივულოცეთ. ეს მუდმივი ცვლილებაა და გვჯერა, რომ შემდეგ პარლამეტში უფრო მეტი პლურალიზმი იქნება, რაც საქართველოს დემოკრატიისთვის კარგია. გუშინ დამტკიცდა შესწორებები საარჩევნო კოდექსში, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეს გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გვქონდა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ვენეციის კომისიის ექსპერტები. განვიხილეთ პრაქტიკული საკითხები „კოვიდ-19“ – ის კონტექსტში. არჩევნებთან მიმართებაში ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რათა მიღებული იყოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები და ადამიანებმა პანდემიის მიუხედავად ხმის მიცემა შეძლონ. ზოგადად, საქართველოს მთავრობა კარგად გაუმკლავდა ვითარებას. მიღებული გამოცდილებისა და სხვა ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის ფონზე, საქართველოს შეძლებს, მიიღოს სათანადო ზომები, რათა 31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდად ჩაატაროს“, – განაცხადა ურსემ.