კოსოვო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
კოსოვო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ერთპიროვნულად გამოაცხადა კოსოვო დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რასაც მხარი აშშ-მა და ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობამ დაუჭირა.
ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას გაერო-ს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი აღიარებს.
კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა.
კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგოც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.
ბელგრადი 1999 წლიდან ვეღარ აკონტროლებს კოსოვოს. რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების აღსაკვეთად დღემდე იმყოფებიან NATO-ს ძალები. კოსოვოში მცხოვრები სერბების ნაწილი პრიშტინას ხელისუფლებას დღემდე არ აღიარებს.