კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,07 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,07 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 4,06 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,67 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 364 შემთხვევა გამოვლინდა, 423 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.