კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,07 პროცენტს შეადგენს

11:13, 10.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,07 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 4,06 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,67 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 364 შემთხვევა გამოვლინდა, 423 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

მსგავსი