აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ პეკინი აფერხებს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ პეკინი აფერხებს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა

პეკინი აფერხებს აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა, – ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრის ვრეიმ განაცხადა.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში კრის ვრეიმ თქვა, რომ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ვარაუდით, „კოვიდ 19“ წარმოიშვა ვუჰანში „პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტისგან“, მაგრამ ჩინეთის მთავრობა არსებითად ჩაერია მიმდინარე გამოძიებაში.

„უბრალოდ, მეჩვენება, რომ ჩინეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს და ბუნდოვანი გახადოს საქმე, სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, სამუშაო, რომელსაც აშშ-ის მთავრობა და ახლო უცხოელი პარტნიორები აკეთებენ, ეს ყველასთვის სამწუხაროა“, – განაცხადა კრის ვრეიმ.