კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 729 თბილისში, 673 იმერეთში, 339 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 729 თბილისში, 673 იმერეთში, 339 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ორთვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 „პისიარი“. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 141 392-მდე.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში – 339, იმერეთში – 673, ქვემო ქართლში – 419, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 41“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 963, აჭარაში – 1 015, იმერეთში – 1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 158, იმერეთში – 257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 51, იმერეთში – 48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 – თბილისში, 1 858 – აჭარაში, 409 – იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -338, აჭარაში – 213, ხოლო იმერეთში – 27. სულ 6 ოქტომბრიდან – 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 064 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 017 პირი, აჭარაში – 10 771, იმერეთში – 5 572“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.