ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ჩემთვის დასრულდა მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო
ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ჩემთვის დასრულდა მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ჩემთვის დასრულდა მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკის მიღმა არც არასდროს ყოფილა, ისევე როგორც არც ივანიშვილია ქართული პოლიტიკის მიღმა.

„ის ცდილობდა ამ ტყვეობიდან თავის დახსნას. ჯერ სიმულირებდა, თურმე  ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, თურმე მხოლოდ უკრაინულ ენაზე საუბრობს, უკრაინული პოლიტიკით არის დაინტერესებული. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც გვარწმუნებდნენ, რაღაც მანქანა დგას მის კლინიკასთან, რომელიც ასხივებს, პოლონიუმით არის მოწამლული, მის სხეულში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობაო, ეს იყო ფარსი. ნეტავ, იმ ადამიანებს როგორ ჩახედავენ თვალებში, ვისაც ამის სჯეროდათ და მოუწოდებდნენ, გამოსულიყვნენ აქციებზე და მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს იყო ფარსი, პოლიტიკური თაღლითობა. ამ პოლიტიკური თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა არა რიგითი მოქალაქე, არამედ საკუთარი პარტიის წევრები, ამომრჩევლები. ამდენად რომ არ სცემ პატივს საკუთარ ამომრჩეველს, პარტიის წევრს, ვფიქრობ, პოლიტიკაში შენი მოღვაწეობა და კარიერა არის დასრულებული. რაც არ უნდა იძახოს სააკაშვილმა, ვბრუნდები, ვერთიანდებითო, სააკაშვილი და ივანიშვილი არიან ამ ქვეყნის წარსული. ამ ქვეყნის წარსულს თავი უნდა დავანებოთ, მომავალზე ვკონცენტრირდეთ და მომავალზე გავაკეთოთ არჩევანი. ეს პოლიტიკური თაღლითობა, ეს პოლიტიკური ტყუილები, რომელსაც ატარებს ხოლმე ივანიშვილი, სააკაშვილი და „ქოცების“ და „ნაცების“ ერთობლივი სპეცოპერაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ არასდროს საერთო არ ექნება ჩვენს პარტიას“, – განაცხადა სიჭინავამ.