კოპენჰაგენის ფოტოფესტივალზე კოტე ჯინჭარაძის პროექტი „დუმილი თანხმობის ნიშანია“ წარადგინეს
კოპენჰაგენის ფოტოფესტივალზე ქართველი არტისტის, კოტე ჯინჭარაძის პროექტი „დუმილი თანხმობის ნიშანია“ წარადგინეს. პროექტი სანკტ-პეტერბურგში, მდინარე ფანტანკაზე 1996 წელს მხატვრის მიერ დაწყებული აქციის “დუმილი თანხმობის ნიშანიას” ნაწილია.
კოტე ჯინჭარაძე პროექტის საშუალებით ადამიანის გაუცხოების პრობლემებზე საუბრობს.
“დუმილი თანხმობის ნიშანია” ინსტალაციას, ფოტოს, ვიდეოარტსა და მხატვრობას მოიცავს.
ქართველი ხელოვანის გამოფენა კოპენჰაგენში 14 ივნისამდე გაგრძელდება.