„კონსულტაციების შედეგად შევჯერდით და „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დავუჭირეთ“
„კონსულტაციების შედეგად შევჯერდით და „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დავუჭირეთ“

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხანგრძლივი და აქტიური კონსულტაციების შედეგად შევჯერდით და პრინციპების დონეზე “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი დავუჭირეთ, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თვალსაზრისით მაუწყებელს საქმიანობისთვის უკეთესი სტანდარტი უნდა ჰქონდეს და არ უნდა შეექმნას პრობლემები, რაც წარსულში არსებობდა.

დეპუტატის თქმით, პრინციპების დონეზე მხარდაჭერილია ის ვერსია, რაზეც მხარეები შეჯერდნენ.

“მეორე მოსმენით დასრულებამდე კანონპროექტის შინაარსზე ვიმუშავებთ, რითაც ეს პრინციპები უნდა გაიმართოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსა და დეპუტატებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ცვლილებებს შემდეგი სასესიო კვირისთვის მეორე მოსმენით მოვამზადებთ. კონსენსუსის შედეგად მიღწეული რედაქცია წუხილსა და კითხვის ნიშნებს არ უნდა ტოვებდეს. ეს ის ვერსიაა, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირს მოსწონს და მას მხარი დაუჭირა, რადგან პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”, – განაცხადა ბესელიამ.