შალვა პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ვინც ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მხარს უჭერს სიძულვილს, ტერორიზმს, უხამსობას
შალვა პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ვინც ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მხარს უჭერს სიძულვილს, ტერორიზმს, უხამსობას

„მაუწყებლობის შესახებ კანონს“ რაც შეეხება, უხამსობაც, სიძულვილის ენაც, ტერორიზმიც, ეს ყველაფერი წერია უკვე კანონში, ეს მოქმედი კანონია, ერთადერთი, რაც ევროკავშირის ინსტრუქციის და მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალა და ემატება არის ის, რომ თუ აქამდე ამ საკითხებში გასაჩივრება იკეტებოდა მაუწყებლობით, ასევე დაემატება სასამართლო ინსტანცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კანონში აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ის ხალხი, ვინც მხარ უჭერს სიძულვილსა და ტერორს.

„თქვენს ტელევიზიებში თუ ვინმე გაასაჩივრებდა ვთქვათ სიძულვილის ენის საკითხს ან ტერორიზმისკენ მოწოდებას, არ დააკმაყოფილებდით ამ საჩივარს და ამით მორჩებოდა, დაიხურებოდა საკითხი ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად. შემდეგი ინსტანცია იქნება მარეგულირებელი კომისია და ვინაიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები ყველა ავტომატურად შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში, ასევე დაემატება სასამართლო ინსტანცია. ასე რომ, ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელიც ჩვენთან მოქმედებს და ჩვენ ვხედავთ, ყველა ვინც ეწინააღმდეგება ასეთ ცვლილებებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მეორე, მხარს უჭერს სიძულვილს, ტერორიზმს და უხამსობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.