ოპოზიციურ პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიცის მოთხოვნაა, პროპორციული წესით არჩევნები არა 2024 წელს, არამედ 2020 წელს ჩატარდეს.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 20 მაისს იმ საჭირო რაოდენობის ხმას შეიტანენ, რაც სამართლებრივი პროცესის დასაწყებად არის საჭირო.
„საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად მესამე კვირაა დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება. ჩვენი მიზანია, მილიონი მოქალაქის ხმა გავაგონოთ დაყრუებულ ხელისუფლებას, რომ ეს მათი ნებაა და არა ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა. ჩვენ არ გავწელავთ პროცესს და დაახლოებით 20 მაისისთვის იმ საჭირო რაოდენობის ხმას შევიტანთ, რაც საჭიროა სამართლებრივი პროცესის დასაწყებად. სამოქალაქო სექტორს არამხოლოდ ვაცნობთ ჩვენ ინიციატივას, გვინდა ამ კამპანიის ნაწილად იქცეს არასამთავრობო სექტორი“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.