მამუკა კაციტაძე არ აკონკრეტებს, უერთდება თუ არა მოძრაობა „ლელოს“  
მამუკა კაციტაძე არ აკონკრეტებს, უერთდება თუ არა მოძრაობა „ლელოს“  

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მამუკა კაციტაძე არ აკონკრეტებს, ნამდვილად უერთდება თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“.

მამუკა კაციტაძეს საქართველოს პირველი არხი ტელეფონით დაუკავშირდა და მიმართა კითხვით, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ შეუერთდება.

„მე ახლა ქუთაისში ვარ. ბუნებრივია, ვიცი, რაც ხდება. მიბრძანდით პრეზენტაციაზე და ადგილზე შეიტყობთ. არ მინდა, ქუთაისიდან დადებითად ან უარყოფითად  გავასწრო მოვლენებს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მამუკა კაციტაძემ.

დღეს, 17:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ დაგეგმილია ღონისძიება, რომელზეც, „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად, ახალ საკონსულტაციო პლატფორმას წარადგენს.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ „ლელოს“ ცნობილი პოლიტიკოსები შეუერთდებიან, რომელთა ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი