კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნატალია თურქაძე - მასწავლებლებისგან ხშირად ისმის, ჩვენს მოსწავლეებს დავცილდით და სქემამ მათთან ურთიერთობის დრო წაგვართვა, რასაც არ ვეთანხმები
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნატალია თურქაძე - მასწავლებლებისგან ხშირად ისმის, ჩვენს მოსწავლეებს დავცილდით და სქემამ მათთან ურთიერთობის დრო წაგვართვა, რასაც არ ვეთანხმები

მასწავლებლებისგან ხშირად ისმის, ჩვენს მოსწავლეებს დავცილდით და სქემამ მოსწავლეებთან ურთიერთობის დრო წაგვართვა, რასაც მე არ ვეთანხმები, – ამის შესახებ ქუთაისის N36 და N17 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ნატალია თურქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„იმიტომ, რომ თუ რამე განმიხორციელებია, სქემის ფარგლებში იქნებოდა ეს თუ სქემის ფარგლებს მიღმა, ყოველთვის ჩემს მოსწავლეებთან ერთად დაგეგმილი აქტივობებია. საკლასო სივრცეში დაგეგმილი ჩვეულებრივი პატარა აქტივობიდან დაწყებული, საერთაშორისო პროექტებით დამთავრებული, ყველაფერი განხორციელებულია მოსწავლეთა საჭიროებზე და, რა თქმა უნდა, ამ მუშაობაში, როგორც ჩემი მოსწავლეები გაიზარდნენ შემოქმედებითად, ისე გავიზარდე მეც. დიდი გამოცდილება მივიღე და სქემის მიერ შემოთავაზებული აქტივობები პირადად ჩემთვის მამოტივირებელი აღმოჩნდა. შინაგანი და გარე მოტივაცია, ისევე, როგორც მოსწავლეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პედაგოგებისთვისაც. ამიტომ მოსაზრება, რომ მასწავლებლები დავცილდით მოსწავლეებს, ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად“, – განაცხადა ნატალია თურქაძემ.