კომპანიამ, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხარაჩოები დაამონტაჟა, დაადასტურა, რომ ზოგიერთი მუშა ადგილზე სიგარეტს ეწეოდა
კომპანიამ, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხარაჩოები დაამონტაჟა, დაადასტურა, რომ ზოგიერთი მუშა ადგილზე სიგარეტს ეწეოდა

კომპანიამ, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხარაჩოები დაამონტაჟა, დაადასტურა, რომ ზოგიერთი მუშა არღვევდა წესებს და ადგილზე სიგარეტს ეწეოდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

კომპანია კატეგორიულად უარყოფს, რომ ხანძარი ტაძარში ამ მიზეზით გაჩენილიყო.

„ვაღიარებთ , რომ რამდენიმე მუშა დროთა განმავლობაში თავს უფლებას აძლევდა, რომ ეს შეზღუდვა არ გაეთვალისწინებინა და ამის გამო ძალიან ვწუხვართ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, მარკ აშკენაზიმ.

განცხადება კომპანიამ მას შემდეგ გააკეთა , რაც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც გამოცემის ჟურნალისტი ამბობდა, რომ ტერიტორიაზე სიგარეტის ნამწვავები აღმოაჩინეს.

გასულ კვირას, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სპეციალისტებმა გამაგრებითი სამუშაოები დაიწყეს. ტაძარში ცეცხლი 16 აპრილს გაჩნდა. ცეცხლს 400 მეხანძრე 9 საათის განმავლბაში აქრობდა. ხანძრის შედეგად ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია.