ტეხასში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

10:59, 29.02.2024

ტეხასში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC ავრცელებს.

ხანძარი ტეხასის ქალაქ ამარილოს ჩრდილოეთით გაჩნდა, რის შედეგად 850 000 ჰექტარია დამწვარი და ცეცხლის მხოლოდ 3%-ია ლიკვიდირებული.

ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

ტეხასის ისტორიაში 2006 წლის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

მსგავსი