ტეხასში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
ტეხასში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC ავრცელებს.
ხანძარი ტეხასის ქალაქ ამარილოს ჩრდილოეთით გაჩნდა, რის შედეგად 850 000 ჰექტარია დამწვარი და ცეცხლის მხოლოდ 3%-ია ლიკვიდირებული.
ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.
ტეხასის ისტორიაში 2006 წლის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.