კომპანია „თბილისი ენერჯი“ - პირველადი მოკვლევის შედეგად, ფილარმონიასთან ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირველადი მოკვლევის შედეგად, ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა.
კომპანიის ინფორმაციით, ფართს, სადაც აფეთქება მოხდა, გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა.
„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. ფართი სადაც აფეთქება მოხდა, „თბილისი ენერჯის“ აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
პირველადი მოკვლევის შედეგად, ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი