პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

16:55, 04.09.2020

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუში“ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

წინასწარი ინფორმაციით, ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი