პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუში“ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
წინასწარი ინფორმაციით, ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.