ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაეწერა
ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაეწერა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი სახლში გაეწერა.

მისი თქმით, დაშავებულს მხოლოდ ზედაპირული ტრავმები ჰქონდა.

„ჭრილობა დამუშავდა და სტაბილურ მდგომარეობაში გუშინვე გაეწერა“, – განაცხადათეა თავართქილაძემ.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.