კომპანია M2-მა „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ბინების დაკმაყოფილების მიზნით მშენებლობა დაიწყო
კომპანია M2 მირცხულავას ქუჩაზე კომპანია „სვეტის“ მიერ დაწყებულ პროექტს დაასრულებს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დღეიდან დაიწყო, ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
ოფიციალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ ის მოქალაქეებიც, რომელიც 2016 წლიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლს ელოდებიან.
კომპანია M2 ეტაპობრივად თბილისის კიდევ ორ ლოკაციაზე, „სვეტის“ მიერ დაუსრულებელ მშენებლობას დაასრულებს. სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და საბოლოო ჯამში ბინას 2500 დაზარალებული ოჯახი მიიღებს. პროექტზე M2 250 მილიონ ლარს დახარჯავს.
ღონისძიების დაწყებამდე, თბილისის მერთან გამოჩდნენ, მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც კახა კალაძეს მოუწოდეს, შეაჩეროს ამ ტერიტორიაზე მშენებლობა, რადგან ახალი კორპუსი მათ სახლებს დაჩრდილავს. ამ მოთხოვნამ დაზარალებული ოჯახების გაღიზიანება გამოიწვია.
სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც თბილისის მერმა პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება და განცხადების მერიაში შეტანა შესთავაზა.