კომპანია Apple მუსიკალურ ფლეიერ iPod-ის წარმოებას წყვეტს, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უშვებდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მუსიკა Apple-ში ყოველთვის ჩვენი ძირითადი ნაწილი იყო. ასობით მილიონ მომხმარებლამდე მისი მიტანა iPod-მა შეძლო და მოახდინა გავლენა არა მხოლოდ მუსიკალურ ინდუსტრიაზე, არამედ ასევე განსაზღვრა, თუ როგორ ხდება მუსიკის აღმოჩენა, მოსმენა და გაზიარება. დღეს iPod-ის სული ცოცხლობს. ჩვენ გავაერთიანეთ მუსიკალური გამოცდილება ყველა საკუთარ პროდუქტში“, – განაცხადა კომპანიის მსოფლიო მარკეტინგის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა გრეგ ჯოსვიაკმა.
მომხმარებლებს iPod-ის ბოლო მარაგის ამოწურვამდე ჯერ კიდევ შეუძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებვერდზე პროდუქციის შეძენა.