შთამბეჭდავი კომეტა, რომელიც ბევრმა თქვენგანმა ალბათ უკვე შენიშნა შეუიარაღებელი თვალით და ფოტოც გადაუღო, 2020 წლის 27 მარტს ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა WISE-მა მისია NEOWISE-ის ფარგლებში აღმოაჩინა. კომეტას C/2020 F3 (NEOWISE) ან უბრალოდ NEOWISE უწოდეს.
კომეტა NEOWISE-ი ივლისის დასაწყისში მზეს მიუახლოვდა. მის სიკაშკაშეს განაპირობებს მზის სინათლის გამო მისი ბირთვიდან ამოსული მტვრისა და გაზის ნაწილაკები. ამჟამად კომეტა აგრძელებს თავის ნელ და გრძელ გზას მზის სისტემის გარე რეგიონებისაკენ.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ NEOWISE-ი გომისმთიდან გადაიღო.
კომეტა უკვე საკმაოდ მკრთალად ჩანს, რადგან ეს ყინულოვანი მოგზაურიდედამიწას თანდათან შორდება და მზის გარშემო თავის გზას აგრძელებს.
შემდეგში ეს კომეტა დედამიწიდან წარმოუდგენლად შორეულ მომავალში, 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება.