კომერციულ ბანკებში დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,085,816,863 ლარს შეადგენს
2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,085,816,863 ლარს შეადგენს.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაციით, აქედან ფიზიკური პირების დეპოზიტები 14,879,827,161 ლარია, მათ შორის 3,618,405,487 ლარი ეროვნულ ვალუტაში, უცხოურ ვალუტაში კი, 11,261,421,675 ლარის ეკვივალენტი. იურიდიული პირების დეპოზიტები კი 12,205,989,701 ლარს შეადგენს, აქედან ეროვნულ ვალუტაშია 6,030,451,623 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 6,175,538,078 ლარის ეკვივალენტი.
ამასთან სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1,868,170,692 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,147,704,774 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 720,465,918 ლარის ეკვივალენტი.